ბუდაპეშტის მერი – ქალაქი მზად არის წყალდიდობის პიკისთვის, მაგრამ ყველაზე რთული ეტაპი ახლა იწყება(ფოტო)

ბუდაპეშტი წყალდიდობის პიკისთვის მზად არის, მაგრამ ყველაზე რთული ეტაპი ახლა იწყება, – ამის შესახებ ქალაქის მერი, გერგეი კარაჩონი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბუდაპეშტის მერი აღნიშნავს, მერიამ ყველაფერი გააკეთა, რათა მომზადებული დახვედროდა წყალდიდობის პიკს, რომელსაც ბუდაპეშტში ხვალ, 21 სექტემბერს ელოდებიან.

„ზოგიერთ ადგილას 9 მეტრამდე სიმაღლის დროებითი კაშხლებია დამონტაჟებული და ადგილზე მუდმივად პატრულირება ხდება“, – აღნიშნავს გერგეი კარაჩონი.

ღამით ბუდაპეშტში დუნაის წყლის დონემ ერთი მეტრით მოიმატა. დატბორილია ისტორიული პარლამენტის შენობაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები