პორტუგალიაში ტყის ხანძრებს ებრძვიან – არის მსხვერპლი

პორტუგალიის ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებში ტყის ხანძარს ებრძვიან,- ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ცეცხლი დასახლებულ რაიონებამდე გავრცელდა და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. სტიქიას სულ მცირე 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 12 მეხანძრე. ამ დროისთვის ქვეყანაში ხანძრის 128 აქტიური კერაა.

ცეცხლის ქრობის პროცესში 5 ათასზე მეტი მეხანძრეა ჩართული.

პორტუგალიის მთავრობამ დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართა. ორგანიზაცია ქვეყანას 8 თვითმფრინავს გაუგზავნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები