„სირცხვილიამ“ დარეგისტრირებისკენ როგორც კი გადადგა ნაბიჯი, მას მყისიერად ფაშიზმის მეთოდებით დაუპირისპირდნენ, ამით კიდევ უფრო დამტკიცდა, რომ გამჭვირვალობა აუცილებელია” – მაჭარაშვილი
„სირცხვილიამ“ დარეგისტრირებისკენ როგორც კი გადადგა ნაბიჯი, მყისიერად ფაშიზმის მეთოდებით დაუპირისპირდნენ, ამით კიდევ უფრო დამტკიცდა, რომ გამჭვირვალობა აუცილებელია”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.
“მსოფლიოში და, სამწუხაროდ, საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი მიმდინარეობს. ეს კიდევ უფრო კარგად ვნახეთ „სირცხვილიას“ მაგალითზე. საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია „სირცხვილია“, ეს ყველამ იცის, მაგრამ მათ თქვეს, რომ ორგანიზაციის დარეგისტრირება საჭირო იყო და არაფერი მტკივნეული არ იყო. როგორც კი ეს ნაბიჯი გადადგა, მყისიერად დაუპირისპირდნენ ფაშიზმის მეთოდებით და ჩაქოლეს იგივე ლიბერალებმა. ამით კიდევ უფრო დამტკიცდა, რომ გამჭვირვალობა ყველგან აუცილებელია“, – აღნიშნავს მაჭარაშვილი.