გიორგი ვოლსკი – ოპოზიციაზე: მგონია, ეს ადამიანები ამ გადაჯგუფებებით ერთობიან
მმართველი გუნდის წევრი გიორგი ვოლსკი ოპოზიციაში მიმდინარე გადაჯგუფებებს გამოეხმაურა.
„მგონია, ეს ადამიანები ამ გადაჯგუფებებით ერთობიან. ალეკო ელისაშვილი მევახშეს უწოდებს ხაზარაძეს. ხაზარაძე ეუბნება, რომ ხელს არ ჩამოართმევს, ვინაიდან უნამუსო ადამიანი ხარო. დღეს არათუ ხელი ჩამოართვეს, ეს ხელის ჩამორთმევა ირაკლი კობახიძეს დააყვედრეს, ნახეთ, ხელს ვართმევთ ერთმანეთსო. სასაცილო ამბები ხდება. ადამიანი, რომელიც გუშინ აგინებდა „ნაცმოძრაობას“ იმის გამო, რომ დემოკრატიის პრინციპებს უღალატა, „ნაცმოძრაობაში“ გაწევრიანდა. ანა დოლიძე, რომელიც საერთოდ სოციალისტურ პრინციპებს ქადაგებდა და ბანკების წინააღმდეგ გამოდიოდა, დღეს ჩაფლულია ამაში. გახარიას შეუერთდა ადამიანი, რომელიც მის გასამართლებას ითხოვდა გუშინწინ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.