თეონა აქუბარდია წინასაარჩევნოდ გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდა
დამოუკიდებელი დეპუტატი, თეონა აქუბარდია წინასაარჩევნოდ გიორგი გახარიას პარტიას — “საქართველოსთვის” შეუერთდა.
ამის შესახებ გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
“მინდა, გაცნობოთ, რომ ქალბატონი თეონა აქუბარდია შემოუერთდება წინასაარჩევნოდ ჩვენს გუნდს. ჩვენ ეს ძალიან გვიხარია, რადგან საყოველთაოდ ცნობილია მისი პროფესიონალიზმი”, – აღნიშნა გახარიამ.