“დანაშაულია, მოიზიდო ფული ერთი მიზნით, თითქოს, ის არის მიმართული რაღაც ინსტიტუციების გაძლიერებისაკენ საქართველოში” – ოდიშარია
“დანაშაულია მოიზიდო ფული ერთი მიზნით, თითქოს. ის არის მიმართული, რაღაც ინსტიტუციების გაძლიერებისაკენ საქართველოში და სინამდვილეში ღალატობ შენს ქვეყანას, ამ ფულს ხარჯავ პოლიტიკაში, რომელიც არ ემსახურება ქართველ ხალხს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ბექა ოდიშარია „დემოკრატიის ფესტივალთან“ დაკავშირებით აცხადებს.
დეპუტატის თქმით, მსგავსი ღონისძიებების გამართვა დანაშაულია ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში.
“საზოგადოება და პოლიტიკური ისტებლიშმენტი, გარდა კოლექტიური „ნაცმოძრაობისა“ შეთანხმდა, რომ აქ არანაირ ფესტივალს და, მით უმეტეს, დემოკრატიისას ადგილი არ აქვს. აქ ადგილი აქვს ცდას გარკვეულწილად გაფეტიშებისას იმ დამნაშავე ძალების, იმ ორბიტის, რომელიც მოქმედებს მიზანმიმართულად ქართველი ხალხის, სახელმწიფოს და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და ემსახურება აბსოლუტურად სხვა ქვეყნების და ძალების ინტერესებს, ატარებს მათ ინტერესებს საქართველოში. და სამწუხაროა, ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, რომ ეს ინტერესები აბსოლუტურად არ არის თანხვედრაში ჩვენი სუვერენული სახელმწიფოს ინტერესებთან. ეს არის დანაშაული არამხოლოდ საქართველოში, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში. მოიზიდო ფული ერთი მიზნით, ფურცელზე გეწეროს გარკვეული პროექტი, რომ თითქოს ის არის მიმართული, რაღაც ინსტიტუციების გაძლიერებისაკენ საქართველოში და სინამდვილეში ღალატობ შენს ქვეყანას, ხალხსაც, სახელმწიფოსაც და ამ ფულს ხარჯავ პოლიტიკაში, რომელიც არ ემსახურება ქართველ ხალხს არც ერთი გროშით“, – აცხადებს ოდიშარია.