ირაკლი კუპრაძე: მზად ვართ ნებისმიერი ტიპის დოკუმენტაცია წარმოვადგინოთ
,,ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა არის ყველაზე გამჭვირვალე, რომელსაც გააჩნია დამოუკიდებელი რესურსები და მზად ვართ ნებისმიერი ტიპის დოკუმენტაცია წარმოვადგინოთ”, – ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ ,,ქრონიკას” განუცხადა.
მისივე თქმით, პარტია მზადაა შესაბამის უწყებებს საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს.
„როცა იქნება ნებისმიერი ინფორმაცია მოთხოვნილი ამ ნებისმიერ ინფორმაციას აუცილებლად ვეტყვით შესაბამის უწყებებს“, – აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.