“გამჭვირვალობის შესახებ კანონის ეფექტურობა დღითი დღე იზრდება” – მათიკაშვილი

“გამჭვირვალობის შესახებ კანონის ეფექტურობა დღითი დღე იზრდება”,  – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, “ამ კანონმა უზრუნველყო არამხოლოდ ქვეყნის ფარგლებს გარედან შემოდინებული თანხების ხარჯვის გამჭვირვალობა, არამედ – იმ პოლიტიკური ძალებისა და ადამიანების გამჭვირვალობა, რომლებიც თავიანთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებით გამოირჩევიან”.

“იქნებიან ესენი “ნაცმოძრაობა”, მასთან აფილირებული NGO-ები, ბურჯანაძეები თუ ბესელიები, ისინი ერთად, სახელმწიფოს წინააღმდეგ დგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს და საზოგადოებისთვის ეს უკვე კიდევ ერთი აშკარა დასტურია, თუ ვინ არის ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგი,”- განმარტა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები