“ზურაბიშვილმა ზუსტად იცის, რომ თვითონ არის ერთ-ერთი მებაირაღე იმ პოლიტიკური ძალისა, რომელმაც ყველაფერი მისცა რუსეთს” – ვოლსკი

“ზურაბიშვილმა ზუსტად იცის, რომ თვითონ არის ერთ-ერთი მებაირაღე იმ პოლიტიკური ძალისა, რომელმაც ყველაფერი მისცა რუსეთს, შემოჭრას და ოკუპაციას სამართლებრივი წინაპირობა შეუქმნა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, გია ვოლსკი აცხადებს.

“სტრატეგიული ობიექტები ჩააბარა რუსეთს და ყველაფერი გააკეთა, რათა ეს ოკუპაცია განგრძობითი იყოს. სასამართლოს და გაეროს უშიშროების საბჭოს არ მიმართა, ხალხი არ გამოიყვანა, დანაშაულები ჩაიდინა და რუსეთს სამხრეთ კავკასიაში გამაგრების საშუალება მისცა. 700 მეტრში, თუ უფრო ნაკლებშია განლაგებული რუსეთის ბაზა ცენტრალური გზებიდან. ამის საშუალება მისცა სალომე ზურაბიშვილის გუნდმა რუსეთის ფედერაციას. დღეს საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით, იმას ედავება, რომ თურმე შეიძლება პრორუსული იყოს მისი პოლიტიკა და საქმიანობა. ვერავინ მოიტყუება, რომ რადიკალურ ოპოზიციას უნდა საქართველოში ვითარების გამწვავება და რადიკალური, რევოლუციური გზის განვითარება. ეს აშკარაა და ამას არავინ მალავს, სალომე ზურაბიშვილი მათ შეუერთდა“, – განმარტა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები