“საქართველოში მოქმედი ცალკეული „ენჯეოები“ ქვეყნის კანონმდებლობის გვერდის ავლით ახორციელებენ, ფაქტობრივად, სრულ პოლიტიკურ საქმიანობას” – მათიკაშვილი
“საქართველოში მოქმედი ცალკეული „ენჯეოები“, რომლებიც პირდაპირ არიან შერწყმული პოლიტიკურ პარტიებთან, ქვეყნის კანონმდებლობის გვერდის ავლით ახორციელებენ, ფაქტობრივად, სრულ პოლიტიკურ საქმიანობას”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„ისინი იმალებიან გარკვეული ფესტივალების საფარქვეშ. ცდილობენ, რომ გარედან, უცხოეთიდან შემოდინებული თანხებით მოახდინონ საზოგადოებასთან კომუნიკაცია წინასაარჩევნო პროცესებში აგიტაციის კუთხით. ეს არის სრულიად დაუშვებელი და აკრძალული. ჩვენ მოვისმინეთ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის ბრიფინგი, ვნახეთ ის გადაცდომები, რომელიც არის უკვე ამ კუთხით დაფიქსირებული პოლიტიკურ არეალზე“, – განმარტა დეპუტატმა.