გია ვოლსკი: საოცრებები პოლიტიკურ ველზე ბევრი ვიხილეთ, კონკურსი რომ ჩატარდეს, ალბათ, ელისაშვილისა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანება იქნება მოწინავეთა შორის, თუ არა ჩემპიონი

„საოცრებები პოლიტიკურ ველზე ბევრი ვიხილეთ და მათ შორის, კონკურსი რომ ჩატარდეს, ალბათ, ელისაშვილისა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანება იქნება მოწინავეთა შორის, თუ არა ჩემპიონი, აი, ამ აბსურდულ ვითარებათა აღწერის დროს”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ძალიან მარტივად აქვს ასარჩევი სად არის სიყალბე და სად არის სიმართლე.

“ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს მარტო კი არ ლანძღავდნენ გარკვეული პოლიტიკური ნიშნით ან დაპირისპირების გამო სხვადასხვა პროგრამულ საკითხზე, პირდაპირ ბრალს სდებდნენ ერთმანეთს. მათ შორის, ალეკო ელისაშვილი ბრალს სდებდა იმასთან დაკავშირებით, რომ “თიბისი” ბანკის ხელმძღვანელობის პირობებში, მამუკა ხაზარაძე იყო ჩართული დანაშაულებრივ ქმედებებში და ხალხს „ნაცმოძრაობასთან” ერთად ძარცვავდა. ეს ინფორმაცია საკმაოდ მყარად არის საზოგადოებაში და ბევრი იძახის, რომ ქონების გადაფორმება სწორედ „თიბისი” ბანკით ხდებოდა და ამ თემაზე ალეკო ელისაშვილი ყოველთვის იყო ხისტი და პრინციპული. ასე, რომ საქართველოს ძალიან მარტივად აქვს ასარჩევი სად არის სიყალბე, სად არის სიმართლე და რას უქადის ასეთი გაერთიანება მის მომავალს და საზოგადოებას. ეს არჩევნების დროს აშკარად გამოჩნდება, მაგრამ თვითონ სიყალბე და უტიფრობა, აი, ამ ურთიერთობის გამაოგნებელია”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები