“ეს არის მაგალითი, როგორ ხდება უცხოური დაფინანსებით, იმ რადიკალური ძალების პროპაგანდის ხელშეწყობა, რომლებიც ამ ე.წ. ფესტივალებზე პოზიციონირებენ „თავისუფლება მიშას“ ბანერებით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ „დემოკრატიის ფესტივალთან“ დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ძალები უცხოური დაფინანსებით ეწევიან წინასაარჩევნო კამპანიას.
„ეს არის ერთი კონკრეტული მაგალითი, როგორ ხდება უცხოური დაფინანსებით, ადგილობრივ დონეზე, შენიღბული ე.წ. „დემოკრატიის ფესტივალის“ სახელწოდებით, იმ რადიკალური ძალების პროპაგანდის ხელშეწყობა, რომლებიც პირველ რიგში ამ ე.წ. ფესტივალებზე პოზიციონირებენ „თავისუფლება მიშას“ ბანერებით, აკეთებენ კონკრეტულ განცხადებებს და რაც მთავარია, უცხოური დაფინანსებით ახდენენ წინასაარჩევნო კამპანიას“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.