გივი მიქანაძე: არჩევნების შემდეგ აუცილებლად იქნება დეტალურად შესწავლილი 2008 წელს განვითარებული მოვლენები

მმართველი გუნდის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, არჩევნების შემდეგ აუცილებლად იქნება დეტალურად შესწავლილი 2008 წელს განვითარებული მოვლენები და საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მოიძია ისკანდერის ტიპის რაკეტის ნამსხვრევები, რომელიც რუსული მხარის მიერ იყო გამოყენებული გორზე შტურმისას. წლები დასჭირდა იმ ყველაფერს, რომ მტკიცებულებები შეგროვებულიყო და წარგვედგინა როგორც ჰააგაში, ასევე სტრასბურგში. არჩევნების შემდეგ აუცილებლად იქნება დეტალურად შესწავლილი 2008 წელს განვითარებული მოვლენები და საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები და კონკრეტული ნაბიჯები“, – აღნიშნა მიქანაძემ “ქრონიკასთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები