მაგათ რა უნდათ შინდისში 12 აგვისტოს? თავს არიდებენ, არ უნდათ, რომ შეეჩეხონ რეალურ ფაქტებს – შინდისის ბრძოლაში დაღუპული რომან ზოიძის ძმა – ოპოზიციაზე

მაგათ რა უნდათ შინდისში 12 აგვისტოს? თავს არიდებენ, არ უნდათ, რომ შეეჩეხონ რეალურ ფაქტებს, – ამის შესახებ შინდისის ბრძოლაში დაღუპული რომან ზოიძის ძმამ, ფრიდონ ზოიძემ შინდისის გმირების მემორიალთან, ოპოზიციის წევრების ჩასვლასთან დაკავშირებით ისაუბრა. 

„მაგათ რა უნდათ შინდისში 12 აგვისტოს? ან 7 აგვისტოს რა თარიღებს ცვლიან? ესენი ადამიანები არ არიან, როგორც ვატყობ. ესენი არიან საშინელი ადამიანები. რომ ვითომ უხერხულობაც აქვთ, თან არ უნდათ შეხება რა, რომ შეეჩეხონ ამ სიტუაციას და რეალურ ფაქტებს. თავს არიდებენ, რაც უფრო მეტად, ამ თემის ირგვლივ იქნება გარკვეული ხმაური იქნება თუ ტელევიზია თუ ა.შ. აქ ყველანაირ პოლემიკას და ინფორმაციულ ომს ესენი წააგებენ და მათთვის წამგებიანი სიტუაციაა ეგ. ამიტომ ვირ-ეშმაკობენ და „ხრიკაობენ“. ხრიკებს იყენებენ, რომ რამენაირად აგვისტოს დღეების, ცხელი დღეების სიტუაციებიდან, როგორმე გამოძვრნენ“, – განაცხადა ფრიდონ ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები