სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს სამი ოქროს მედალი, გილოცავთ და მადლობას ვუხდი ყველა სპორტსმენს, ვინც პარიზში ქართულ ფერებს იცავს

გილოცავთ და მადლობას ვუხდი ყველა სპორტსმენს, ვინც პარიზში ქართულ ფერებს იცავს, – ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზის ოლიმპიადაზე ლაშა ტალახაძის მიერ ოქროს მედლის დაუფლებას.

„საქართველოს სამი ოქროს მედალი და მეტის მოლოდინში! გილოცავთ და მადლობას ვუხდი ყველა სპორტსმენს, ვინც პარიზში ქართულ ფერებს იცავს. საქართველოს ვულოცავ! მადლობა ჩვენ მედალოსნებს!“- წერს ზურაბიშვილი X-ზე.

ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ექვსი ოლიმპიური მედალია. ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მოკრივე ლაშა გურულმა ბრინჯაო მიიღო, გენო პეტრიაშვილმა კი ოლიმპიური ჩემპიონობა კარიერაში პირველად იზეიმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები