კახა კალაძე – გენო პეტრიაშვილის ოლიმპიურ ჩემპიონობაზე: ვულოცავ მთელ საქართველოს
თბილისის მერი კახა კალაძე გენო პეტრიაშვილის ოლიმპიურ ჩემპიონობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა(125 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე ჩემპიონობა იზეიმა. ის ფინალში ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდა, მეტოქე ანგარიშით 10:9 დაამარცხა და ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა.