პარიზის ოლიმპიადაზე დღეს ხუთი ქართველი იასპარეზებს

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს, 10 აგვისტოს ხუთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს – სამი მოჭიდავე და ორი ძალოსანი.

65 კგ წონით კატეგორიაში გოდერძი ძებისაშვილი მერვედფინალში პირველ ნომრად განთესილ სომეხ მოჭიდავეს, ვაზგენ ტევანიანს შეხვდება და რთულ ბარიერს თუ გაივლის, მეოთხედფინალში კუბელ ალეხანდრო ვალდეს ტობიერს ად ამონღოლ ტულგა ტუმორ ოჩირს გაეჯიბრება.

97 კგ წონით კატეგორიაში გივი მაჭარაშვილი მერვედფინალში სამხრეთ აფრიკელ ნიკოლას დე ლანჟეს შეხვდება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძესა და თურქ იბრაჰიმ ჩიფტჩის შორის უმჯობესს დაუპირისპირდება.

დღესვე ფინალურ ბლოკში იჭიდავებს გენო პეტრიაშვილი, რომელიც 125 კგ ოწნით კატეგორიაში ასპარეზობს.

10 აგვისტოს ორი ძალოსანიც იასპარეზებს: თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება შეჯიბრი 102 კგ წონით კატეგორიაში, სადაც ირაკლი ჩხეიძე გამოვა, ხოლო 22:30 საათზე მძიმე წონაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე იასპარეზებს, რომლის მხოლოდ ოქროს მედლის მოლოდინია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციას ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა (ძიუდო) მოუტანა, ვერცხლი ტატო გრიგალაშვილის და ილია სულამანიძის (ორივე ძიუდო) აქტივშია, ხოლო ბრინჯაოს მედალს ლაშა გურული (კრივი) დაეუფლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები