“დასაკრძალი თანხებია შესაგროვებელი” – ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება
გუშინ ბოჭორიშვილის კლინიკაში გარდაცვლილის ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. უსახსრობის გამო, ვერ ხერხდება კლინიკიდან ქალბატონის გადმოსვენება და ხაშურში მისი დაკრძალვა.
ინფორმაციას და ანგარიშის ნომერს ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ძალიან გთხოვთ ყველას, ვისაც რისი საშუალება გვაქვს დავეხმაროთ მაკას ოჯახს. იცით უკვე, რომ მაკა წუხელ ბოჭორიშვილის კლინიკაში გარდაიცვალა, მარტოხელა იყო, არავინ ჰყავს – დის გარდა. დას არ აქვს საშუალება და დასაკრძალი თანხებია შესაგროვებელი, 1300 ლარი უნდა შეგროვდეს, რომ მოხდეს კლინიკიდან გადმოსვენება და ხაშურში დაკრძალვა.
ესაა მისი მეგობრის ანგარიშის ნომერი. სიცოცხლეში ვერ ვუშველეთ და, იქნებ, ადამიანურად გავაცილოთ ბოლო გზაზე
GE84TB7983245064300002 მზია გიგაური”, – წერია ინფორმაციაში.