“როგორც წინა ოლიმპიადაზე, ისევ ისე ვარ მოტივირებული” – ლაშა ბექაური
“როგორც წინა ოლიმპიადაზე, ისევ ისე ვარ მოტივირებული. ემოცია და სიხარული, რომელიც მაშინ იყო, ისევ მინდა, რომ განვიცადოთ მთელმა საქართველომ ერთად”, – ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა განაცხადა.
“ახლა შეკრებას გავდივართ და დღითი დღე უფრო და უფრო, უკეთეს ფორმაში შევდივარ. გეგმა ისეთ გვაქვს, რომ ოლიმპიადის დღეს ვიქნები ისე, როგორც უნდა ვიყო საჩემპიონოდ. ამ ოლიმპიადაზე გვეყოლება ყველაზე ძლიერი ნაკრები, რაც ყოფილა. დანარჩენს უკვე შედეგი გამოაჩენს”, – აღნიშნა ბექაურმა.
ცნობისთვის, საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია პარიზში წასასვლელად ემზადება.