“დღეს აბიტურიენტები ისტორიისა და ქიმიის გამოცდას აბარებენ, ხოლო მასწავლებლის გამოცდის მონაწილეები – მათემატიკასა და სამოქალაქო განათლების გამოცდას” – გამოცდების ეროვნული ცენტრი
“დღეს აბიტურიენტები ისტორიისა და ქიმიის გამოცდას აბარებენ, ხოლო მასწავლებლის გამოცდის მონაწილეები – მათემატიკასა და სამოქალაქო განათლების გამოცდას”, – ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
“ისტორიის გამოცდაზე გამოცხადდა 91%-მდე, ხოლო ქიმიის გამოცდაზე 92%-ზე მეტი აბიტურიენტი. დაიგვიანა ექვსმა გამოსაცდელმა.
მათემატიკის გამოცდაზე გამოცხადდა 82%-ზე მეტი, ხოლო სამოქალაქო განათლების გამოცდაზე – 81%-ზე მეტი აპლიკანტი. ამ დროის მონაცემებით არ არის დაგვიანების არც ერთი შემთხვევა.
ხვალ გამოცდები საერთო სამაგისტრო გამოცდით გაგრძელდება. ორივე სესიაზე მაგისტრანტობის მსურველები წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის გამოცდას ჩააბარებენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!”, – წერია ინფორმაციაში.