ზესტაფონთან, გვირაბში ავარია მოხდა – გაჭედილია სატვირთო მანქანა

ზესტაფონში, გვირაბთან ავარია მოხდა.

თვითმხილველების ცნობით, დამტვრეულია მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები. ამ დროისთვის, სატვირთო კვლავ გვირაბშია გაჭედილი. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.

ჯერჯერობით, ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია.

“კვირა” დეტალებს შს სამინისტროში არკვევს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები