კარიბის ზღვის კუნძულებზე ქარიშხალს 4 ადამიანი ემსხვერპლა

კარიბის ზღვის კუნძულებზე ქარიშხალ „ბერილს“ 4 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ადგილობრივების ცნობით, ქარიშხალმა დიდი კვალი დატოვა გრენადაში, სენტ-ვინსენტსა და გრენადინებში – განადგურებულია ასობით შენობა: სახლები, სკოლები, საავადმყოფოები და პოლიციის განყოფილებები.

წინასწარი მონაცემებით, კუნძულ იუნიონზე შენობების სულ მცირე 90 პროცენტი განადგურდა ან დაზიანდა.

აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, „ბერილი“ იამაიკისკენ მიემართება. მიუხედავად იმისა, რომ ქარიშხალი მე-5 კატეგორიიდან მე-4-მდე შემცირდა, ვარაუდობენ, რომ იამაიკის ნაწილებსა და კაიმანის კუნძულებზე მას დიდი კვალის დატოვება შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები