დმიტრო კულება: გაწევრიანების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, უკრაინას ევროკავშირში სრულ გაწევრიანებამდე მხოლოდ სამი ნაბიჯი დარჩება

ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, უკრაინას ევროკავშირში სრულ გაწევრიანებამდე მხოლოდ სამი ნაბიჯი დარჩება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისი განმარტებით, აღნიშნული სამი ნაბიჯი მოიცავს:

1. ევროკომისიის დასკვნა მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების და უკრაინის მიერ გაწევრიანების კრიტერიუმებთან შესაბამისობის მიღწევის შესახებ;

2. გადაწყვეტილება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შესახებ;

3. შეთანხმების რატიფიცირება ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების მიერ და უკრაინის მიერ ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის მოპოვება;

ინფორმაციისთვის, 21 ივნისს ევროკავშირის საბჭომ უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩო ოფიციალურად დაამტკიცა.

დღეს აღნიშნულ ქვეყნებთან გაწევრიანების მოლაპარაკებები იწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები