უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლია გამოიყენოს შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ სამხედრო ობიექტზე დარტყმის განსახორციელებლად და არა მხოლოდ იმ ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც ხარკოვის ოლქის მახლობლად მდებარეობს, – ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალ-მაიორმა, პატრიკ რაიდერმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის მხრიდან საპასუხო საბრძოლო იერიშები თავდაცვაა და მათ შეუძლიათ ძალები აშშ-ის მიერ მოწოდებული საბრძოლო მასალით გამოიყენონ.
„როდესაც ვხედავთ, რომ რუსული ძალები ცეცხლს ხსნიან საზღვრის თავისი მხრიდან, უკრაინის შესაძლებლობა, უპასუხოს სახმელეთო ძალებს აშშ-ის მიერ მოწოდებული საბრძოლო მასალის გამოყენებით, არის თავდაცვა“, – აცხადებს რაიდერი.
კითხვაზე, იგულისხმება თუ არა უფრო ფართო ტერიტორია და არა მხოლოდ ხარკოვი, პენტაგონის პრესსპიკერმა უპასუხა:
„სწორია. აქ აქცენტი კეთდება სტრატეგიულ განზრახვაზე, რომელიც გულისხმობს საპასუხო ცეცხლის გახსნას, როცა თავს გესხმიან“.