საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული 5 რაკეტა და ყველა „კამიკაძე დრონი“ გაანადგურა, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს.
„20 ივნისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა, უკრაინას რაკეტებისა და „შაჰედის“ ტიპის დრონების გამოყენებით დაარტყეს. ჯამში, მტერმა გამოიყენა სხვადასხვა ტიპის 9 რაკეტა და 27 უპილოტო საფრენი აპარატი“, – აცხადებს ოლეშჩუკი.
მისივე ინფორმაციით, რუსებმა უკრაინას X-101/X-555 ტიპის 4 ფრთოსანი რაკეტით, „ისკანდერ მ“ ტიპის 3 ბალისტიკური რაკეტით, X-59 ტიპის 2 მართვადი რაკეტით და Shahed-131/136 ტიპის 27 დრონით დაარტყეს.
აღსანიშნავია, რომ საჰაერო თავდაცვა მუშაობდა დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, დონეცკის, ნიკოლაევის, ხერსონის, ხარკოვის, კიევის, ჩერკასის, პოლტავასა და ვინიცას ოლქებში.