უკრაინაში კიდევ 254 დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დააბრუნეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციიდან, დონეცკის მიმართულებით მებრძოლი 221 დამცველის, ზაპოროჟიეს მიმართულებით 25 დაღუპული ჯარისკაცის და ლუგანსკის მიმართულებით დაღუპული 4 დამცველის დაბრუნება შესაძლებელი გახდა.
ინფორმაციისთვის – ცხედრები, იდენტიფიცირების შემდეგ, ოჯახებს გადაეცემა.