“ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, უსაფრთხოებას, ეკონომიკური ზრდის და განვითარების უფლებას, რომ მომავალი მშვიდობიანი და ევროპული გვქონდეს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს უკან დაბრუნება ვერავინ უნდა შეძლოს.
„საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი გამჭვირვალობის შესახებ, დანერგა გამჭვირვალობის რეესტრი, რომლის მსგავსიც ევროკავშირის 15 სახელმწიფოს აქვს. მათ შორის, აშშ-ს, საფრანგეთს, ავსტრალიას, ისრაელს და სხვა ქვეყნებსაც. ეს ემსახურება ქვეყნის დემოკრატიის დაცვას გარე ჩარევისაგან. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, უსაფრთხოებას, ეკონომიკური ზრდის და განვითარების უფლებას, რომ მომავალი მშვიდობიანი და ევროპული გვქონდეს და ვერავინ შეძლოს, რომ საქართველო უკან დააბრუნოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.