მიხეილ სააკაშვილი: ამ ერთხელაც, სიტყვაზე მენდეთ – ის ევროპა, საითკენაც მიისწრაფვით, აქ გვექნება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ განცხადებას ავრცელებს.

ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ მოქალაქეებმა ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრი უნდა გადადონ, რადგან მალე საქართველოში ის ევროპა გვექნება, საითკენაც ისინი მიისწრაფვიან.

„ყველა ვინც აქამდე ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრობდით, ახლა ეს გეგმა ზუსტად 150 დღით უნდა გადადოთ და შემდეგ წასვლაც აღარ დაგჭირდებათ.

ამ ერთხელაც, სიტყვაზე მენდეთ – ის ევროპა, საითკენაც მიისწრაფვით, აქ გვექნება, ბევრად უკეთესი ფორმით“, – წერს მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები