ურსულა ფონ დერ ლაიენი: ყველა ვარიანტს განვიხილავთ და საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, დაუბრუნდეს ევროკავშირისკენ მისწრაფებებს

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის შეფასებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს, ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, კანონი უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

„ქართველი ხალხის უმრავლესობას სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

ყველა ვარიანტს განვიხილავთ და საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, დაუბრუნდეს ევროკავშირისკენ მისწრაფებებს“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები