გიორგი გამსახურდია: როგორც ზვიადის პერიოდის დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მომწერი დეპუტატები შევიდნენ ოქროს ასოებით ისტორიაში, ისე შევა პარლამენტის ყველა ის წევრი ისტორიაში, ვინც მხარი დაუჭირა ქართულ კანონს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„როგორც ზვიადის პერიოდის ერთგული და დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მომწერი დეპუტატები შევიდნენ ოქროს ასოებით საქართველოს ისტორიაში, ისე შევა ყველა ის პარლამენტის წევრი საქართველოს ისტორიაში, ვინც მხარი დაუჭირა ქართულ კანონს და საქართველოს რეალურ სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.

პირადად ჩემგან მადლობა მათ. მადლობა ასევე იმ კაბალურ პირობებში მუშაობისთვის, რა პირობებსაც პუტჩისტთა პოლიტიკურ-იდეოლოგიური მემკვიდრეები უქმნიდნენ მათ. კიდევ ერთხელ გაუმარჯოს საქართველოს!“, – წერს სოციალურ ქსელში გიორგი გამსახურდია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები