პარლამენტთან აქცია დასრულდა – მოქალაქეები 2 ივნისს რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან

საქართველოს პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქცია დასრულდა.

პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეების ნაწილმა მსვლელობით ჯერ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, შემდეგ კი „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლა.

აქციის ორგანიზატორებმა მორიგი საპროტესტო აქცია 2 ივნისს, 20:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე დააანონსეს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები