“არცერთი სხვა ხალხი, ქვეყანა, ჩვენი ხალხის და სახელმწიფოს ცხოვრებას არ განსაზღვრავს და ზუსტად ამას ეხება ეს კანონი” – შალვა პაპუაშვილი

არცერთი სხვა ხალხი, ქვეყანა, ძალა ჩვენი ხალხის და სახელმწიფოს ცხოვრებას არ განსაზღვრავს და ზუსტად ამას ეხება ეს კანონი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მას შემდეგ განაცხადა რაც საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

„საქართველოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. ბატონმა ანრიმ (ოხანაშვილი) პარლამენტის წევრის ფიცი წაიკითხა და ეს ფიცი თავის თავში ატარებს ჩვენს უპირველეს ვალდებულებას, რომ ვიზრუნოთ, ქართველი ხალხის ინტერესებზე და ვიმოქმედოთ მათი ინტერესით და მანდატით. არცერთი სხვა ხალხი, ქვეყანა, ძალა ჩვენი ხალხის და სახელმწიფოს ცხოვრებას არ განსაზღვრავს და ზუსტად ამას ეხება ეს კანონი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები