“ქართული ოცნების“ უმრავლესობამ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. კანონს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

თუ პრეზიდენტი კანონს დადგენილ ვადაში ხელს არ მოაწერს, მას 5 დღის ვადაში ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს.

პრეზიდენტის კანონპროექტით, კანონი ძალაში შესვლიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს.

პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს აპროტესტებენ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონს ვეტო 18 მაისს დაადო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები