როგორ ცხოვრობენ ადამიანები ჰონგ-კონგის „ბინა-კუბოებში“
თუკი ოდესმე დაგიწუწუნიათ, რომ თქვენი ბინის სამზარეულოში სამი ადამიანისთვის საკმარისი ადგილიც კი არ არის, მაშინ ეს უნდა ნახოთ. თქვენ ჯერ არ იცით, რას ნიშნავს, არ გყოფნიდეს ადგილი. ჰონგ-კონგში ბინის ქირაზე კოსმოსური ფასები უბრალო ადამიანებს არ უტოვებს არჩევანს და ისინი იძულებულნი არიან, ვიწრო „ბინა-კუბოებში“ იცხოვრონ.
ამ ფოტოებზე შეიძლება, ნახოთ საპირფარეშოსთან გაერთიანებული სამზარეულო და მრავალსართულიანი საწოლები, სადაც ფეხებსაც კი ვერ გამართავ. აქ ადამიანის ღირსებისთვის დამამცირებელი პირობებია, თუმცა, სამწუხაროდ, მათ სხვა გზა არ აქვთ…