რატი იონათამიშვილი: ძალიან კარგია, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო სახე იქნება სალომე ზურაბიშვილი, ამაზე უარესი რა უნდა დამართოდა რადიკალურ ოპოზიციას
,,დღეს სალომე ზურაბიშვილი არის იმ ადამიანების მოკავშირე, ვინც მას ცოტა ხნის წინ რეზიდენტს ეძახდა”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ „ქართული ქარტიის“ წარდგენის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის სახეა.
„სინამდვილეში, ძალიან კარგი არის, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სახე იქნება სალომე ზურაბიშვილი. ამაზე უარესი რა უნდა დამართოდა ზოგადად რადიკალურ ოპოზიციას, მე ძნელად წარმომიდგენია. ამიტომ ის, ვინც ამ როლებს ანაწილებს, ძალიან არ იცნობს ჩვენს საზოგადოებას, არ იცნობს საქართველოს და ქართველებს და შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებები მხოლოდ გაუმარტივებს ჩვენს საზოგადოებას სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. ფარისევლობის და უპრინციპობის დონე რამდენად მაღალია ამ ადამიანებში, ამას უკვე ჩვენმა საზოგადოებამ გასცეს პასუხი, ვინაიდან დღეს სალომე ზურაბიშვილი არის იმ ადამიანების მოკავშირე, ვინც მას ცოტა ხნის წინ რეზიდენტს ეძახდა, ისინი ახლა ერთად ძოვენ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.