“გამჭვირვალობის კანონი რომ ყოფილიყო რუსული და ყოფილიყო შემოგდებული თემა რუსეთისგან, პირველ ისტერიკას ატეხდა რუსეთი,  როგორ ბედავს ახლა საქართველო ამ კანონის მიღებასო” – კახიშვილი

გამჭვირვალობის კანონი რომ ყოფილიყო რუსული და ყოფილიყო შემოგდებული თემა რუსეთისგან, პირველ ისტერიკას ატეხდა რუსეთი,  როგორ ბედავს ახლა საქართველო ამ კანონის მიღებასო, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კახიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„ახლა ისტერიკაში პოლიტიკოსების ზუსტად ის ნაწილია, რომლებმაც ვერ მიაღწიეს საკუთარ მიზანს. მათთვის მიხეილ სააკაშვილი ძალიან კომფორტული ფიგურა იყო, რადგან სააკაშვილის ქვეშ იყო ყველა სტრუქტურა. დღეს ნახეს, რომ პრემიერს ელაპარაკებიან, პრემიერი ვერაფერს გადაწყვეტს, იმიტომ რომ პარლამენტის თავმჯდომარეცაა, პარლამენტის თავმჯდომარეს დაელაპარაკებიან და აგერ მთავრობა და ცალკე კიდევ სხვა სტრუქტურებია”, – განაცხადა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები