იაგო ხვიჩია – ოპოზიციური პარტიების ბოიკოტზე: ეს უფრო შატალოა, ვიდრე პროტესტი
ეს უფრო შატალოა, ვიდრე პროტესტი, – ასე აფასებს „გირჩის“ წევრი, იაგო ხვიჩია „ნაცმოძრაობის“, „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ ბოიკოტის გამოცხადებას.
ხვიჩიას თქმით, მსგავსი ბოიკოტი პირველი არ არის და ეს მისი კოლეგების ჩვეულებრივი საქმიანობაა.
„ამბობენ, გავიდეთ ბოიკოტში, შევიდეთ იმ სხდომაზე, რომელიც გვინდაო, თან ბოიკოტი იყოს და თან არ იყოსო, ეს დამოკიდებულება ჩვენი კოლეგების ჩვეულებრივი საქმიანობაა და სამი წელია ამას ვუყურებ.
რასაც უნდა აკეთებდე, იმ საქმიდან „დატყდომა“ პოლიტიკური შატალოა. ხელფასს მაინც ცოტას იღებენ და არ დავამადლებდი ორ კაპიკს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ინფორმაციისთვის, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ ბოიკოტის რეჟიმში გადადიან. ოპოზიციის წარმომადგენლებმა გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შესახებ კანონპროექტის მიღების შემდეგ გადაწყვიტეს.