თურქეთში, პროვინცია ჰათაის რაიონებში – ანტაკიასა და დეფნეში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა.
ადგილობრივი მედია წერს, რომ სკოლებში სწავლა ერთი დღით გადაიდო.
პროვინციაში 12 მაისიდან თითქმის გადაუღებლად წვიმს.
მეტეოროლოგები წვიმის გაგრძელებას დღესაც ვარაუდობენ.