ბრაზილიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 107-მდე გაიზარდა

ბრაზილიის სამხრეთით წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 107-მდეა გაზრდილი. საკუთარი სახლების დატოვება 327 105 ადამიანს მოუწია.

არგენტინისა და ურუგვაის საზღვარზე მდებარე რიო გრანდე-დუ სულის შტატის სამოქალაქო თავდაცვის სამსახური იტყობინება, რომ 68 519 ადამიანი თავშესაფრებში მოათავსეს.

მთლიანობაში, წყალდიდობის შედეგად 1,7 მილიონი ადამიანი დაზარალდა.

754 ადამიანი დაშავდა, დაკარგულად 134 ადგილობრივი მიიჩნევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები