9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა
9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა არმიამ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, შედეგად 21 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ასობით ადამიანი დაშავდა და გაზით მოიწამლა.
1991 წელს კი 9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოცხადდა.
9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიის და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაიწერა.
9 აპრილს გარდაცვლილები
- აზა ადამია – 22 წლის;
- თამუნა დოლიძე – 28 წლის;
- მზია ჯინჭარაძე – 43 წლის;
- გია ქარსელაძე – 25 წლის;
- თამუნა ჭოველიძე – 16 წლის;
- ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის;
- ეკა ბეჟანიშვილი – 16 წლის;
- თინა ენუქიძე – 70 წლის;
- ნანა სამარგულიანი – 30 წლის;
- ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის;
- მამუკა ნოზაძე – 22 წლის;
- ნატო გიორგაძე – 23 წლის;
- ვენერა მეტრეველი;
- მანანა ლოლაძე – 33 წლის;
- ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის;
- ზაირა კიკვიძე – 61 წლის;
- მანანა მელქაძე – 23 წლის;
- ნინო თოიძე – 25 წლის;
- თამარ მამულაშვილი – 50 წლის;
- მარინე ჭყონია – 25 წლის;
- შალვა ქვასროლიაშვილი.