ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს – ოთხი ადამიანია დაღუპული

რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით ხარკოვზე იერიში დრონებით მიიტანეს.

როგორც ქალაქის მერი, იგორ ტერეხოვი აცხადებს, თავდასხმის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, 12 დაშავდა.

დაღუპულთაგან სამი მაშველი იყო. ისინი საცხოვრებელ კორპუსთან მივიდნენ, რომელსაც ოკუპანტებმა დაარტყეს, რა დროსაც კიდევ ერთი იერიში მოხდა.

დრონი 14-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა, განადგურებულია რამდენიმე სართულზე მდებარე ბინები, ასევე, გარე კედელი დააზიანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები