წლის დასაწყისიდან რუსეთმა კიევის მიმართულებით 180-ზე მეტი რაკეტა და დრონი გაუშვა

წლის დასაწყისიდან რუსეთმა კიევის მიმართულებით 139 რაკეტა და 48 დრონი გამოიყენა.

ამის შესახებ კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მათ შორის, გაშვებულია: 113 ფრთოსანი რაკეტა Х-101;

11 აერობალისტიკური „კინჟალი“;

6 ბალისტიკური რაკეტა “ისკანდერი“;

5 გემთსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა „ცირკონი“;

3 ფრთოსანი რაკეტა Х-69;

1 ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი“;

48 დამრტყმელი დრონი;

„წარმოდგენაც არ მინდა, რა მოხდებოდა, ყველა ეს საშუალება მიზანში რომ მოხვედრილიყო!“- დაწერა პოპკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები