პაპუა-ახალ გვინეაში, აღმოსავლეთ სეპიკის რეგიონში 6,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს,
რადიოსადგურ RNZ-ის ინფორმაციით, მომხდარს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან ორი ბავშვია.
ეპიცენტრში 90-ზე მეტი სახლი მთლიანად ან ნაწილობრივ დაინგრა.