ოკუპანტებმა კიევზე იერიში მიიტანეს – არიან დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, იერიშის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, მათგან ორი ჰოსპიტალიზირებულია.

რაც შეეხება ზიანს, პოდოლსკის რაიონში ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე გაჩნდა, ელექტრო ქვესადგურში და არასაცხოვრებელ შენობაში, შესაძლებელია, რაკეტის ფრაგმენტები საწარმოს ტერიტორიაზეც ჩამოვარდნილიყო.

შევჩენკოს რაიონში ხანძარი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, საიდანაც მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო, ასევე, ავტოსადგომზე მდგომ მანქანებს ცეცხლი გაუჩნდა.

სვიატოშინსკის რაიონში დარტყმის ტალღამ ორ ცხრასართულიან კორპუსში მინები ჩაამსხვრია, ნამსხვრევები საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და შენობა დააზიანა.

რაც შეეხება “რაშისტების” მიერ გამოყენებული რაკეტების ტიპს. როგორც კიევის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ დაწერა, “მტერმა Kh-101/Kh-555/Kh-55 ტიპის ფრთოსანი რაკეტები გამოიყენა”.

კიევის თავზე 30-მდე რაკეტაა მოგერიებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები