რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 3 ადამიანია დაღუპული, 5 დაშავებული, ხოლო დაახლოებით 10-მდე მოქალაქე, სავარაუდოდ, ნანგრევებში რჩება.
როგორც ხარკოვის პოლიციის საგამოძიებო განყოფილების უფროსმა, სერგეი ბოლვინოვმა განაცხადა, დარტყმის შედეგად ხუთსართულიანი შენობა, ავტომობილი და საწარმოს შენობა დაზიანდა.
ხანძარი დაახლოებით 1 ათასი მეტრის ფართობზე გაჩნდა.
დაჭრილებს შორის არიან საწარმოს თანამშრომლები, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.
ამავე დროს, ხარკოვის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა დაწერა, რომ კორპუსის ნანგრევებში შესაძლოა, 10-მდე ადამიანი იმყოფებოდეს.