ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე მისვლაზე უარი თქვეს.
ამის შესახებ ლავროვმა მსოფლიო ახალგაზრდული ფესტივლის სესიაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საუბარი უნდა შეხებოდა რუსეთში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს.
„დაგეგმილ შეხვედრამდე ორი დღით ადრე, გამოგვიგზავნეს ნოტა: „გადავწყვიტეთ, არ მოვიდეთ”. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ ქვეყნებთან ურთიერთობა დიპლომატიურ დონზე, რომელთა ელჩებს ეშინიათ იმ ქვეყნის მინისტრთან მისვლა, რომელშიც არიან აკრედიტებული? გაუგონარი რამეა!” – თქვა ლავროვმა.
დიპლომატმა დააზუსტა, რომ ელჩებს შეხვედრა 1,5 კვირით ადრე შესთავაზა.
„უამრავი მასალა დაგვიგროვდა, მოსკოვში ევროკავშირის საელჩო, როგორ ემზადება ჩვენი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რა მექანიზმებია ჩარევისთვის, რა მხარდამჭერი პროექტების შექმნაა ჩვენი არასისტემური ოპოზიციონერებისთვის, რისი გაკეთების უფლებაც საელჩოს არ აქვს”,- თქვა ლავროვმა.
რუსეთის პირველი დიპლომატის თქმით, აპირებდა ევროპელი დიპლომატებისთვის ეთქვა, უარი თქვან მსგავს ქმედებებზე.