გერმანიის დასავლეთით, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიაში ბედბურგ-ჰაუსის მოხუცთა თავშესაფარში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა, 58 დაშავდა.
ამის შესახებ Tagesschau წერს.
არსებული ინფორმაციით, მეხანძრეები შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი დროით დილის 05:00 საათზე მივიდნენ. ცეცხლი უკვე მთელს ორსართულიან შენობაზე იყო გავრცელებული.
დაშავებულთა შორის პოლიციელი და მეხანძრეც არიან.
რამ გამოიწვია ხანძარი, ჯერჯერობით უცნობია, დაწყებულია გამოძიება.