ირაკლი ქადაგიშვილი: ფაქტები გვაქვს, რომ კონკრეტული პარტიები, კანონის გვერდის ავლით, ვითომ არასამთავრობოების მეშვეობით თვითდაფინანსებას აწარმოებენ

“კონკრეტული ფაქტები გვაქვს, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, კანონის გვერდის ავლით, ვითომ არასამთავრობოების მეშვეობით თვითდაფინანსებას აწარმოებენ. ამ სქემის გაუქმება არ უნდათ, არც საკუთარი ფინანსების გასაჯაროება და შეტევა ანტიკორუფციულ სამსახურზე მიაქვთ”,- ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებულ ცვლილებების პროექტზე ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკას.

მისივე თქმით, ის, რომ თითქოს გამჭვირვალობაზე ყველაზე მეტად „მაწუხარი“ არასამთავრობოები კატეგორიული წინააღმდეგები არიან, რომ მათი საქმიანობა ან პოლიტიკური პარტიების დაფინანსება იყოს გამჭვირვალე, მათი „კეთილსინდისიერების” მანიშნებელია.

„ბიუროს ხელმძღვანელს პრემიერმინისტრი არ ირჩევს, სპეციალური კომისია გამოარჩევს და პრემიერმინისტრი ნიშნავს, განსხვავება ძალიან დიდია. ის, რომ თითქოს გამჭვირვალობაზე ყველაზე მეტად „მაწუხარი“ არასამთავრობოები კატეგორიული წინააღმდეგები არიან, რომ მათი საქმიანობა ან პოლიტიკური პარტიების დაფინანსება იყოს გამჭვირვალე, მანიშნებელია მათი „კეთილსინდისიერების”.

კონკრეტული ფაქტები, თვითაღიარებები გვაქვს, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები კანონის გვერდის ავლით ვითომ არასამთავრობოების მეშვეობით თვითდაფინანსებას აწარმოებენ. ამ სქემის გაუქმება არ უნდათ, არც საკუთარი ფინანსების გასაჯაროება და შეტევა ანტიკორუფციულ სამსახურზე მიაქვთ. ანტიკორუფციულ სამსახურს რაც შეეხება, განა კანონთან მიმართებით აქვთ განსაკუთრებული შენიშვნა, მანდაც ერთი პრობლემაა, უნდათ არასამთავრობო ორგანიზაცია ნიშნავდეს ამ სამსახურის ხელმძღვანელს. შინაარსს რომ ჩასწვდებით ამ ბრტყელ-ბრტყელო ზოგადი ლოზუნგებისა და სიტყვებისა, აქამდე მივალთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები