სამოქალაქო განათლება და დემოკრატია საქართველოში, სოფელ მუხრანის მაგალითი

სწრაფად ცვალებად გარემოში, სადაც წინასწარ უკვე რთულია გამოწვევების განსაზღვრა, რაც Covid-19 პანდემიამ ნათლად დაანახა მსოფლიოს, უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ ცენტრის განვითარება არამედ რეგიონში მცხოვრები დასახლებების/თემების გაძლიერება.

განვითარება მიიღწევა საზოგადოების დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობით, რასაც როგორც წესი მოჰყვება ეკონომიკური გაძლიერება. დემოკრატიული განვითარება გულისხმობს თითოეული მოქალაქის თანაბარ უფლებას და შესაძლებლობას გააჟღეროს საკუთარი აზრი, და ჩაერთოს ისეთ მნიშვნელოვან პროცესებში რომლებიც ეხმარება რეგიონების განვითარებას, როგორც ჩვენი ქვეყნის მაგალითზე ასევე, გლობალურ დონეზე.

ინფორმაციული ტექნოლოგიების ეპოქაში, სადაც მოქალაქეებს უფრო მარტივად შეუძლიათ ერთმანეთს ხმა მიაწვდინონ, სწორედ სამოქალაქო ჩართულობა და არაფორმალური განათლებაა ძლიერი ცვლილებების მომტანი ერთ-ერთი მექანიზმი. ამის მაგალითია, მცხეთის მუნიციპალიტეტში, თითქმის 2022 წელს შექმნილი მოხალისეობრივი გაერთიანება „მუხრანის საინიციატივო ჯგუფი“ და ახლა უკვე მათ ბაზაზე დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია „სოფლის განვითარებისა და სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი – ლილიფარი“. ჯგუფისა და ორგანიზაციის თანადამფუძნებლის და საგანმანათლებლო პროექტების ხელმძღვანელის, სალომე კილანავას აზრით რეგიონული განვითარების რეალური პოტენციალი მდგომარეობს სამოქალაქო აქტივიზმს და არაფორმალურ განათლებას შორის სინერგიაში.

სალომეს 10 წელზე მეტი მუშაობის გამოცდილება აქვს ადამიანის უფლებათადაცვის მიმართულებით, ასევე საგანმანათლებლო სფეროში, მუშაობდა არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციებში, განათლების სამინისტროში, კერძო სექტორში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტ საქართველოს პროექტში, რომელიც დაფინანსდებული იყო ა.შ.შ. -ს მთავრობის მილენიუმის გამოწვევის ფონდით, ფლობს მაგისტრის ხარისხს განათლების ადმინისტრირების მიმართულებით. ბოლო წლებია, იგი ამ ცოდნას და გამოცდილებას რეგიონში სამოქალაქო აქტივიზმისა და არაფორმალური განათლების დემოკრატიული ხელშეწყობისთვის იყენებს.

როდესაც თემები არა მხოლოდ აქტიურად არიან ჩართულნი თავიანთი მომავლის ფორმირებაში სამოქალაქო აქტივიზმის გზით, არამედ აღჭურვილია პრაქტიკული უნარებითა და ცოდნით არაფორმალური განათლების მეშვეობით, ჩნდება ძლიერი კომბინაცია. ამ ტიპის სწავლა სცილდება ტრადიციული საკლასო ოთახების საზღვრებს და აღიარებს, რომ განათლება არის მთელი ცხოვრების გზა. არაფორმალური განათლება ფოკუსირებულია პრაქტიკულ, რეალურ სამყაროში არსებულ უნარებზე, რომლებიც გადამწყვეტია სწრაფად განვითარებად და კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე. გლობალიზაციის ეპოქაში არაფორმალური განათლება ასევე ხდება ადგილობრივი კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნების საშუალება. მაშინ, როდესაც ის ხელს უწყობს პრობლემების გადაჭრას ინოვაციებისა და კრეატიული აზროვნების გზით.“

მუხრანის საინიციატივო ჯგუფის 2 წლიანი არსებობის მანძილზე, სოფელში 23 ინიციატივაზე მეტი განხორციელდა, იქნება ეს ადგილობრივი პრობლემების ადვოკატირება, გარემოსდაცვითი აქტივობები თუ სკოლის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტები.
სალომემ საუბარში განსაკუთრებით ხაზი გაუსვა სკოლაში ნარჩენების მართვის მნიშვნელობასთან დაკავშირებით განხორციელებულ პროექტს და საჯარო შეხვედრას „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან“ (GITA).

შეხვედრის ფარგლებში „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ კასპის ტექნოპარკის მენეჯერმა მოსწავლეებს გააცნო ტექნოპარკის მიერ ორგანიზებული პროექტების შესახებ, თუ როგორ ეხმარება ეს პროექტები ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას რეგიონში. შეხვედრაზე დამსწრე მოსწავლეებმა, მეტი ინფორმაციები მიიღებს ხელოვნური ინტელექტის, მეწარმეობის და ფაბლაბის შესახებ“.

ჯგუფი საჯარო შეხვედრებს აწყობს ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემებზე. მაგალითად, აღსანიშნავია, წითელი ჯვარის მიერ ორგანიზებული ტრენინგები პირველადი დახმარების შესახებ. შეხვედრები ტარდება როგორც სკოლებში, ასევე სოფელში ზრდასრული მოსახლეობისთვის.

ტრენინგებს უძღვებიან წითელი ჯვრის წარმომადგენლები, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ტრენერები, რომლებიც დამსწრე საზოგადოებას, აწვდიან როგორც თეორიულ ცოდნას პირველადი დახმარების შესახებ, ასევე პრაქტიკული სიმულაციური ქეისებით აცნობენ პირველი დახმარების მნიშვნელოვან ნიუანსებს სხვადასხვა შემთხვევების გათვალისწინებით.“

ჯგუფი, აქტიურად არის ასევე ჩართული მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კამპანიებში. ეს განსაკუთრებით გარემოსდაცვით საკითხებს ეხება, იქნება ეს ქუჩების დანაგვიანება, ნარჩენების დახარისხება თუ სხვა.
21-ე საუკუნეში, დასახლებები, სადაც შესამჩნევია სამოქალაქო აქტივიზმი და საინიციატივო ჯგუფებიც ფუნქციონირებს, იქმნება მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი ლანდშაფტი და რეგიონიც უფრო დინამიურად ძლიერდება. ასევე, ჯგუფი აქტიურად მუშაობს ახალგაზრდების და ქალების გაძლიერების კუთხით.
გულწრფელად მჯერა, რომ ქვეყნის განვითარებას რეგიონის განვითარება და გაძლიერება განაპირობებს. ძლიერი დემოკრატიული, საზოგადოება გულისხმობს განათლების მეტ ხელმისაწვდომობას, გენდერულ ბალანსსა და სწორ ღირებულებებს.
ჩემთვის, მნიშვნელოვანია ვიყო ისეთი გუნდის წევრი, და ვხელმძღვანელობდე ისეთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო თუ ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულების პროექტებს, რომელიც სწორი მიმართულებით ცდილობს ხელი შეუწყოს ქვეყანაში არსებული რეალობის გაუმჯობესებას, და რეგიონების დემოკრატიული გზით განვითარებას.”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები