შალვა პაპუაშვილი: ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა პანდემიის, ომისა და რადიკალიზმის გასანეიტრალებლად ისე, რომ არ დაგვითმია არცერთი დემოკრატიული მიღწევა

პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებით გამოსვლისას 2023 წელი შეაჯამა და ყურადღება გაამახვილა გამოწვევებზე, რომლის დაძლევა საქართველოს მთავრობას პარლამენტთან ერთად მოუხდა.

პაპუაშვილმა სამი ყველაზე დიდი გამოწვევა დაასახელა: პანდემია, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, სადაც საქართველო დადგა ისტორიული საფრთხის წინაშე – ჩაბმულიყო მსოფლიო მასშტაბის კონფლიქტში და რადიკალურ ოპოზიციასთან გამკლავება.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა სამივე დიდი საფრთხის გასანეიტრალებლად.

„საბედნიეროდ, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა სამივე დიდი საფრთხის – პანდემიის, ომის და რადიკალიზმის – გასანეიტრალებლად. უფრო მეტიც, ამ დიდ გამოწვევებთან გამკლავება ისე მოხდა, რომ არ დაგვითმია არც ერთი დემოკრატიული მიღწევა და მონაპოვარი, შევინარჩუნეთ მშვიდობა და უსაფრთხოება, დავეხმარეთ მოძმე უკრაინელ ხალხს, მაქსიმალურად ვიზრუნეთ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ისტორიულ წარმატებებს მივაღწიეთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ეს არის ის ისტორიული მონაპოვარი და მემკვიდრეობა, რასაც ჩვენმა ხელისუფლებამ მიაღწია ჩვენი ხალხის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. ეს არის ის მიღწევები, რის გამოც მოახლოებული არჩევნების წინ გვაქვს მოსახლეობის უპრეცედენტო მხარდაჭერა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები